აშშ-ს საელჩო მოსკოვში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი სასწრაფოდ დატოვონ

შეერთებული შტატების საელჩო მოსკოვში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს რომ არ ჩავიდნენ რუსეთში და ამჟამად იქ მყოფებმა სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა

აშშ მოქალაქეები არ უნდა ჩავიდნენ რუსეთში, მათ კი, ვინც რუსეთში ცხოვრობს ან იქ მოგზაურობს, სასწრაფოდ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ ჯერ კიდევ რჩება შეზღუდული შესაძლებლობა კომერციული მგზავრობისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საელჩო ვარაუდობს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა, ოფიციალურმა მოსკოვმა, შესაძლოამოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში ხელი შეუშალოს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამხედრო სამსახურში წასვლისკენ მოუწოდოს.

შევახსენებთ აშშ მოქალაქეებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და სიტყვის თავისუფლება რუსეთში გარანტირებული არ არის. თავი აარიდეთ ნებისმიერ პოლიტიკურ ან სოციალურ პროტეტსტს და არ გადაუღოთ ფოტოები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ამ ღონისძიებებზე. რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა აშშ მოქალაქეები, რომლებიც დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ“ – წერს საელჩო.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მობილიზაცია მხოლოდ 300 ათას ადამიანს შეეხებოდა, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს, თუმცა უკვე ომში გაწვევის საბუთს ურიგებენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც გაწვევას არ ექვემდებარებიან.