რუსეთის მიზანი „ღია ევრაზიის“ აშენებაა – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე – დიმიტრი მედვედევი

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მტკიცედ დაისახა უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ეს რთული ამოცანები ერთდროულად არ სრულდება და ისინი მოგვარდება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე “, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, უმთავრესი მიზანია „დღევანდელი უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა“.

„მიზანი არის თავად უკრაინელების მომავალი თაობების მშვიდობა და შესაძლებლობა, საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა, რომ იამაყონ თავიანთი წინაპრების ერთობლივი მიღწევებით, „1991 წლიდან იწერება უკრაინის სახელმწიფოებრიობის ფსევდოისტორია“.