ანგარიშით ამომრჩევლის წინაშე

თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, დავით უთმელიძემ საბურთალოს მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას მიაწოდა სრული ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რაც 2019 წლის განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დედაქალაქის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მისი მონაწილეობითა და შუამდგომლობით განახორციელეს. გასულ წელს განხორციელებულ სამუშაოებთან ერთად ისაუბრა მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, მოსახლეობას გააცნო ქალაქში და საბურთალოს მე-5 ოლქში განსახორციელებელი პროექტები. ასევე, ისაუბრა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

მოსახლეობას და მაჟორიტარს შორის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დიალოგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დასმულ კითხვებზე საბურთალოს მაჟორიტარმა ამომწურავი პასუხები გასცა და მოსახლეობა შეპირდა, რომ გამგეობასთან ერთად გაითვალისწინებდა მათ მიერ წამოჭრილ აქტუალურ საკითხებს. დავით უთმელიძემ საბურთალოს მაცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე მოსვლისთვის და მოუწოდა უფრო მეტად ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ ყველა ჩვენს ქალაქს ვემსახურებით“.

მაჟორიტრმა დეპუტატმა საბურთალოს მაცხოვრებლებს ანგარიში საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან,  საბურთალოს რაიონის გამგებელ, გაიოზ ვასაძესთან  ერთად წარუდგინა. მოსახლეობასთან ერთად ანგარიშს ესწრებოდა საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე.