“არასწორი მესიჯი, არასწორ დროს” – ჰერჩინსკი “ოცნების” რუსულ კანონზე

“ეს არის არასწორი მესიჯი, არასწორ დროს. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე ორ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან. ის ეწინააღმდეგება პრიორიტეტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის შესახებ. მესმის, რომ ეს ჯერ კიდევ ინიციატივაა, რომელიც ჯერ ნორმალურად არ განუხილავთ, შესაბამისად ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა არ გახდება დამტკიცებული კანონი. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს”

განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ “ოცნების” რუსულ კანონზე.