მილიონი დოლარი ნადავლი თვითმფრინავისთვის და მოქალაქეობის მიცემა – დავით არახამია რუს მფრინავებს შეთავაზებას უკეთებს

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის და  რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინული მხრის ერთ-ერთ მთავარი წარმომადგენელის დავით არახამია  Facebook -ზე წერს,  რომ რუს მფრინავებს ფულთან ერთად მოქალაქეობასაც მისცემენ.

„სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი” მზადაა გადაიხადოს პრემია $1,000,000 გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის.

ასევე გრძელდება პროგრამა, რომელიც მუშა მდგომარეობაში მყოფი გატაცებული შვეულმფრენისთვის 500 000 დოლარს ითვალისწინებს.

განახლება: რუსეთის ფედერაციის პილოტებს, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, გარანტირებული აქვთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობის მიცემა,” – წერს დავით არახამია.