თინა ბოკუჩავა – ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან არასდროს

ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან არასდროს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეუძლია იგივე განაცხადოს სასამართლოს წინაშე.

„ეს არის ცილისწამება, ბიბლია მომიტანონ და დავიფიცებ, ან სხვა, – ალბათ ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან არასდროს, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. სასამართლოს წინაშეც შემიძლია წარვსდგე და აღნიშნული ვთქვა. ეს მათ შორის ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია იმ სხვა ხარჯების ჩამონათვალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.