ნიკა მელია: ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ძალიან მარტივია იმის თქმა, თუ რას მისცა ხმა და რას დაუჭირა მხარი.

„ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა და ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ სურს ვიხილოთ არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე ტყუის და მხოლოდ იმ სამ ადამიანზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დაკავებულია. ვისაც სურს კოალიციური მმართველობა, რომ ქვეყანაში არ იყოს ერთი ფერი, არჩევანი ძალიან ადვილია. ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი იმპულსი, რაც შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.