უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო დაცვამ კიევის მახლობლად სოფელ კალინოვკაში რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც საბაჟო საწყობს დაეცა

უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო დაცვამ კიევის მახლობლად სოფელ კალინოვკაში კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდო , რომელიც საწყობს დაეცა.

„1 საათის წინ ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ „კალიბრის“ საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა  სოფელ კალინოვკასთან ჩამოგდო. რაკეტის ნარჩენები საბაჟო საწყობს დაეცა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ადგილზე ამ წუთისთვის მაშველები მუშაობენ“, – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.