შეერთებული შტატები რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს

ჯო ბაიდენის განაცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბაიდენის განცხადებით, ყველა ამერიკულ კომპანიას რუსული ნავთბის იმპორტი ეკრძალება.

ამასთან, ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს მოუწოდა, გამოყოს 12 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინისთვის.