ოკუპირებული აფხაზეთი თბილისს პროვოკაციაში ადანაშაულებს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს, უარი თქვან პროვოკაციებზე და სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის მცდელობებზე.

დე-ფაქტო სამინისტრო განცხადებასაც ავრცელებს და  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართავს, რათა გამოხატონ თავიანთი პოზიცია ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებების შესახებ და საჭირო გავლენა მოახდინონ ოფიციალურ თბილისზე.

-“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ტერიტორიებზე საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებულ ვითარებას.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, თავი შეიკავონ პროვოცირებისგან და იმ ნაბიჯებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ნებისმიერი დავა უნდა მოგვარდეს ოფიციალური მოლაპარაკებების დროს და არ გასცდეს იურიდიულ ჩარჩოს.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო შუამავლებს – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებების შესახებ და საჭირო გავლენა მოახდინონ ოფიციალურ თბილისზე.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯის გაგრძელების შემთხვევაში, რომლებიც მიმართულია სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებასთან დაკავშირებით, მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ქართულ მხარეს.

თავის მხრივ, აფხაზეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს ურთიერთდახმარების კონსულტაციები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, კოორდინაციის მიზნით, რათა მიიღონ ეფექტური ზომები კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება იხ.

http://mfaapsny.org/ru/allnews/news/statements_speeches/kommentariy-mid-abkhazii-XX/