„არანაირ უჯრაში არანაირი ბიულეტენი არ ყოფილა და ეს დაადასტურა “ოცნების” თავმჯდომარემაც“

სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის თქმით, მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ცარიელი ბიულეტენები ჰქონდა, რომელიც ნიკა რურუას სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა.

ადვოკატის ამ ბრალდებას ნიკა რურუა ეხმიანება და ამბობს:

-„ქალბატონი ზურაბიშვილი ვინც არის პოლიტიკური გასტროლიორი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, იმისთვის, რომ ხელი გამოკრას ნებისმიერ ფასად, რაიმე თანამდებობას. ის აბსოლუტურად მიეყიდა ივანიშვილს და ახლა კადრულობს ყველაფერს, რომ რამენაირად, რასაც დაპირდნენ ის მიიღოს. ეს არის სრული სიცრუე. არანაირ უჯრაში, არანაირი ბიულეტენი არ ყოფილა. ეს დაადასტურა თვითონ კომისიის თავმჯდომარემაც, ოცნების თავმჯდომარემაც“.

კომენტარის დატოვება