ჟურნალისტების აქცია ქუთაისში 12 საათზე დაიწყება

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”,

“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე”,

“არა აგრესიას ჟურნალისტებზე”,

“მედია ზეწოლის გარეშე”,

“პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია”

ამ მოთხონებით, ხვალ, 12:00 სააათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართება.

მედიის წარმომადენლები ამ ფორმით, ქუთაისის 90 -ე უბანზე მომხდარ ძალადობას გააპროტესტებენ. ჟურნალისტები საქმის დროულ გამოძიებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს 90-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ,რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუზიანდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

GeoMediaTV სრულიად იზიარებს კოლეგების მოთხოვნას, გმობს აგრესიას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. სიტყვის თავისუფლება ჩვენი უფლებაა!

კომენტარის დატოვება