ნიკა მელია არ აპირებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება შეიზღუდოს

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო მელია ვეღარ შეძლებს სრულფასოვან საქმიანობას, ამიტომ აუცილებელია მისთვის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელონ. ამ საკითხს თავად ნიკა მელია ეხმიანება და ამბობს, რომ არ აპირებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება შეიზღუდოს. მისი თქმით, თუკი იმის გამო დააკავებენ, რომ დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მოხსენება წაიკითხა მმართველი გუნდი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მელია ასევე ეხმაურება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო მას გირაოს პატიმრობით შეუცვლის ეს ხელისუფლება თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვეღარ გაიმართლებს.