“ისინი უბრალოდ შედეგების ხელოვნურად, საკუთარი ხელით დაწერას აპირებენ…”

საქართველოს პრემიერმინისტრის,  გიორგი კვირიკაშვილის მიერ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინას საზოგადოება “ივერიას” წევრი დავით ნებიერიძე ეხმაურება:

-“მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა, თუ რამხელა ტრაგედია ემუქრება ქვეყანას “ქართული ოცნების” მიერ ჩასატარებელი არჩევნების შედეგად, უფრო სწორედ, არჩევნების ფარსის მოწყობით.

პირველ რიგში პრემიერმინისტრად წოდებული კვირიკაშვილი მინდა ვამხილო დანაშაულის მომზადებაში და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში. იმიტომ, რომ ინსტიტუციურად სწორედ ის წარმოადგენს მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელს და ამავდროულად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს. ამიტომ, ყველა პროცესზე პირადად აგებთ პასუხს, ბატონო პრემიერ მინისტრად წოდებულო.

ახლა კი მიუბრუნდეთ კვირიკაშვილის მიერ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე წარმოთქმულ სიტყვას.

კვირიკაშვილმა ბრძანა, რომ მაჟორიტარებს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებისთვის პირველ ტურში ჭირდება 50%-ს პლუს ერთი ხმა. რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერის ვერსიით მაჟორიტარებისთვის შესაძლებელია მეორე ტურის დანიშვნა. უბრალოთ, მათ პირველსავე ტურში უნდათ გამარჯვება. არა და კანონი ცხადად ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარებისთვის არანაირი მეორე ტური თეორიულადაც არ შეიძლება იყოს. იმარჯვებს ის, ვინც ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას აგროვებს, ყოველგვარი დათქმის გარეშე.

პოლიტიკური ძალა, პარტია, რომელიც მართავს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში და რომლის ლიდერი არ იცნობს სათანადო კანონმდებლობას, ეს ნიშნავს, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ ეს კანონმდებლობა ანუ, მათ უბრალოდ ფეხებზე კიდიათ ეს კანონები. ისინი უბრალოდ შედეგების ხელოვნურად, საკუთარი ხელისთ დაწერას აპირებენ. თანაც მითითებული ნიშნულების შესაბამისად.

არა ბატონებო, ნუ გექნებათ სამართლიანი არჩევნების იმედი და რაიმე პრევენციული ზომების ეფექტურად გამოყენების. ივანიშვილს ყველაფერი გაყალბებისკენ და ხელისუფლების უზურპაციისკენ მიჰყავს, რათა საბოლოო ჯამში პუტინივით უცვლელად დარჩნენ ხელისუფლებაში და ქვეყანაში ჩაბეტონდეს ავტოკრატიული მმართველობა. ყოველივე ეს კი პირველ რიგში იმიტომ სურთ, რომ სიცოცხლეში ვერასოდეს მოთხოვონ პასუხი 5 წლის მანძილზე უზომო რაოდენობით დაგროვილი დანაშაულებებისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებებიც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება და საერთო სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილია. ამ ცვლილებების მიღებამდე საქმე გვექნება ტოტალურ გაყალბებებთან. ცვლილებების მიღების შემდეგ კი ივანიშვილის დიქტატურა საკონსტიტუციო დონეზე გაფორმდება და ამით საბოლოოდ წაგვერთმევა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შანსები. იმიტომ, რომ რაც დღეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ხვალ კონსტიტუციით დაცული უფლება იქნება. ოღონდ ხელისუფლების, დიქტატორის უფლება და არა ხალხის. გასაგებია, რომ ყოველივე აღნიშნული უკიდურესად დაძაბავს ვითარებას საქართველოში და მოქალაქეებს მოუწევთ თავისი უფლებების ქუჩაში დაცვა. ზუსტად ამ პროცესების გასანეიტრალებლად მოყავს ივანიშვილს დედაქალაქის მერად მაფიოზი, ქურდების ძმაკაცი, უმაღლესი განათლების არ მქონე, ყოფილი ფეხბურთელი და ყველაზე წარუმატებელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. გადახედეთ კალაძეზე მატარებლის ვაგონებივით ჩაბმულ მაჟორიტარობის კანდიდატებს. მსუბუქად, რომ ვთქვათ მათ უმრავლესობას უაღრესად საეჭვო ბიოგრაფია აქვთ. განსაკუთრებით კი შავ სამყაროსთან და კორუფციულ გარიგებებთან მიმართებაში. შეუძლებელია ამ რეალობას შეეგუოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლებების დაცვის განცდა. უნდა ვიმოქმედოთ, მანამ სანამ ქოცური ხაფანგი დაიკეტება.

შეგახსენებთ: დღეს პრემიერმა საკრებულოს მაჟორიტარობის 25 კანდიდატი დაასახელა.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%98/