ბაიდენი რუსეთს მისი შვილის წერილების პუბლიკაციაში ადანაშაულებს

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა რუსეთი მისი შვილის მიმოწერის გასაჯაროებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის კამპანიას. მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპის ადვოკატი რუსეთისგან იღებს ინფორმაციებს, რომელსაც ავრცელებს, რადგან ბაიდენის განცხადებით პუტინს მისი გაპრეზიდენტება არ აწყობს.

უფრო ადრე კი New York Post-მა გამოაქვეყნა რამდენიმე წერილი, რომელიც 2015 წლის 17 აპრილით თარიღდება. გამოცემა წერს, რომ თითქოს ჰანტერ ბაიდენმა ამერიკაში მიიწვია პოჟარსკი, რომელსაც მაშინ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მყოფ მამამისთან შეხვედრას დაჰპირდა.