ევროკავშირის საპროტესტო ნოტა იუსტიციის სამინისტროს | 27 ქვეყანა სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებას სთხოვს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, საპროტესტო ნოტა გადასცეს.

“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ცნობებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო ნოტა შეთანხმებული იყო 27 ევროკავშირის ქვეყნის მიერ. ერთობლივი ნოტა ბრიუსელში, ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით შედგა. ჩვენ ძალიან ღია საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მას წარვუდგინეთ ევროკავშირის 27 ქვეყნის პოზიცია და მან თავის მხრივ, გაგვაცნო თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად” , – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.