პირველი კომენტარი “ოცნებიდან” გარიცხვის შემდეგ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

არტიიდან გარიცხვის შემდეგ ჭიჭნაძემ განაცხადა:

“თუ ვინმეს სიმართლე არ მოსწონს და მხოლოდ შელამაზებული ამბები მოსწონს, ასეთი ბევრი პარტია მყავს ნანახი, ბევრი გამქრალა კიდეც. ქართველი ხალხის „ქართული ოცნება“ რჩება და მე მათთან ერთად ვრჩები. თუ პარტიული დისციპლინა ირაკლი კობახიძეა, მისი უღირსი განცხადებები გაიხსენონ, რომელიც დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც პარლამენტარიზმისთვის შეურაცხმყოფელია. ყველა იმ საშიშროებას გრძნობდა, ვის მიმართაც შემდეგი გალაშქრება მიმიწევდა და ხელი სასწრაფოდ მოაწერეს. ვინც ხელს აწერს, მათ მიმართ კითხვები არსებობს.

ჩემს ამომრჩეველს მოვთხოვ, რომ დაანახოს, ესენი რას წარმოადგენენ. პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ. ამაში ჩვენი საზოგადოება დამეხმარება. ბევრს მიადგებიან, ალბათ, გონიათ, რომ დასჯის მექანიზმი ესაა. დეპუტატს რა თავისუფლებაც სჭირდება, ის მომანიჭეს. ვისთანაც პიროვნული ურთიერთობა მაქვს, არ მგონია, ამის გაფუჭება შეძლონ” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმაც“ მიიწვია.

“გირჩი იზიარებს თქვენს მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც მის უარყოფით როლს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, ისე მის ამორალურ კრიტიკას ოცნების მთავრობის წინა ხელმძღვანელის მიმართ.

თუ მზად ხართ გაიზიაროთ გირჩის ხედვები და შემდეგი 2 წელი იმუშაოთ პარლამენტში გირჩის ფრაქციის შექმნაზე, გთავაზობთ გირჩში გაწევრიანებას და გელით ი. გამრეკელის 47 ნომერში“- ნათქვამია „გირჩის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.