არჩილ თალაკვაძე – თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემას ვცვლით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საკანონდებლო ორგანოში ანგარიშის წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ცვლილებების პაკეტი ეუთო/ოდირის და სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებზე იქნება დაფუძნებული

„პარლამენტი შეიმუშავებს საარჩევნო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების და სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციების დასკვნებს ეყრდნობა. ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საკრებულოებში გაზრდის პროპორციული სიით არჩეულ წევრთა რაოდენობას. იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპი, ამომწურავად გაიწერება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავი წესები, ზეგავლენისგან დაცული ხდება საარჩევნო უბნის პერიმეტრი, დაინერგება ხმის მიცემის კონტროლის ელექტრონული საშუალებები, როგორიცაა ბიულეტინის ელექტრონული მთვლელები და თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია. უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების შედეგების მინიმუმ 10%-ის გადათვლის შესაძლებლობა და სხვა. შედეგად ჩვენ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს და გაუმჯობესებული კანონმდებლობის პირობებში ჩავატარებთ ადგილობრივ არჩევნებს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.