გოდერძი ბარბაქაძე: ბაირამობის დღესასწაულს გილოცავთ!

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე  საზოგადოებას ბაირამობის დღესასწაულს ულოცავს და ამბობს, რომ ეს ყველას დღესასწაულია.

-ბაირამობის დღესასწაულს გილოცავთ! მე მინდა დღევანდელი დღე ყველას მოგილოცოთ. ეს არის დღესასწაული ყველა ჩვენთაგანისთვის და  არა მარტო მუსლიმი თანამოქალაქეებისათვის.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ ღირსეულად და დაფასებულად. თქვენი სამშობლოა საქართველო და მე მინდა იცოდეთ რომ, ჩვენი ქვეყნის და რაიონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ყველა მოწადინებულია იმისათვის, რომ თქვენ სწორედ ეს შესაძლებლობა მოგეცეთ.

მინდა გისურვოთ ჯამრთელობა და ოჯახში ბედნიერება. საქართველოს ძლიერება იქნება გარანტირებული მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები –  მუსლიმები და სხვები ერთ მუშტად შევიკვრებით.