“მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი იყო მაშინ ბიძინა, შეცდომა იყო, რომ მივეხმარე”

ლუბა ელიაშვილი

“მადლობა უფალს, ისევ ის მეგობრები რომ დამიბრუნა, ვისთანაც ადრე მიშას გამო დაპირისპირებული ვიყავი. მადლობა მათაც ჩემსკენ ნაბიჯის გადმოდგმისთვის.

დიდი შეცდომა იყო, უწიგნურ ბიძინა ივანიშვილს რომ დავუჯერე და მივეხმარე ხელისუფლებაში მოსვლაში.

ახლა უკვე ვიცი,რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა დანაშაული ბიძინა ივანიშვილის წაქეზებითაა ჩადენილი, როდესაც იგი ვანო მერაბივილის მთავარი დამფინანსაბელი იყო და და არა ბოკერია, უგულავა- ხოშტარიასი.

ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი იყო მაშინ ბიძინა და ისე ამღვრევდა წყალს, ამის დასტურია სანდრო გირგვლიანის საქმე რომ არ გამოიძია ბიძინას პროკურატურამ.” – წერს ლუბა ელიაშვილი.