ვასაძე ამბობს, რომ მას ემუქრება საფრთხე…

ვერის ბაღში მოხალისეების ჩაწერა დაიწყო. ლევან ვასაძის განცხადებით, მათტან არიან სამხედროები, სპორტსმენები და მოხალისეები სემდეგ დაიყოფიან ასეულებად თავად ვასაძე კი რიგითად ჩაეწერება.

მან მოუწოდა ყველას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოავლინონ აგრესია.

ვასაძე ამბობს, რომ მას ემუქრება საფრთხე.

-მე არავინ არ ვარ, არც პოლიტიკური ამბიციები მაქვს, მე არაფრის ხელმძღვანელი არ ვარ, ვლოცულობდი ეს 50 დღე და უფალს ვევედრებოდი. მე არაფრი მინდა,  მინდა მხოლოდ რომ არ ჩავატარებინოთ ეს უბედურება და მერე აქ ვიზეიმოთ რომ არ ჩავატარებინეთ.

უბრალოდ ერთია-მხეცი გაგიჟდება და ვინმეს შეიწირავს

„არ შევკრებილვართ აქ მიტინგობისთვის. საქმე გვაქვს გასაკეთებელი. დღეს მოვახდენთ სახალხო რაზმებად თვითორგანიზებას. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი.

ათეულები გვეყოლება, ეს ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით და ასეულები შეიკრიბება ათასეულებად და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა და სტილი იქნება მშვიდი და აუღელვებელი“

მისივე თქმით, „რაზმები“ ერთი კვირის განმავლობაში გაინაწილებენ თბილისს.