„უშველე ლარს, შეწყვიტეთ ჟრიალი, დაწიეთ გადასახადები”-აქცია კანცელარიასთან

პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები დღეს, 17: 00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან  გამართავენ აქციას – „უშველე ლარს!“

“ეროვნული ვალუტა რეკორდული ტემპებით უფასურდება, მთავრობა კი ამის შესაჩერებლად არცერთ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. პირიქით, ქართული ოცნების გეგმა კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან სწრაფ და ერთადერთ გონივრულ მოქმედებას – ხარჯების მკვეთრ შემცირებას და გადასახადების არათუ გაზრდას, არამედ შემცირებას მოვითხოვთ.

შეწყვიტეთ ჟრიალი, მოიჭირეთ ქამრები, დაწიეთ გადასახადები” – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება