“სამწუხაროდ, ასიოდე კაციც არ ვიყავით აქციაზე!..”

გუჯა შვანგირაძე

ვაჟა ექიმის თანადგომის აქცია იყო დღეს.

აქცია, სადაც ტრანსპარანტიც იყო წარწერით, “სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის.”
ხოდა, ასიოდე კაციც არ ვიყავით აქციაზე.

დანარჩენებმა ამ მილიონნახევრიან ქალაქში ალბათ, ჩათვალეს, რომ ქვეყნის სიყვარული დანაშაულია. უფრო მეტიც, ჩათვალეს, რომ სასაცილოც კია.
სამაგიეროდ , ქვეყნის გადარჩენის გზებზე რიჟა ბაზარია საქმე.

“იმან რა თქვა, ამან რა უპასუხა” ფეისბუკპონტში ჩაჯდომაა საქმე.

პოლიტროჟების საქმეების გარჩევაა საქმე.

პარტიების სიყვარულია საქმე. დანაშაული კი არაა.

პარტია, უმ, ჩესწ, ის სოვესტ ეპოხი, არა?

მიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად პარტიების და პარტიულების ნამუსით რომ დადის უმრავლესობა, და არა ვაჟა ექიმის ნამუსით.
მართლაც არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას, თანადგომის აქციაზე ასი კაცი რომ გამოდის, და ფულის და სამსახურების გამო ათიათასობით, და მილიონობით კიდევ სეირს რომ უყურებს.
მართლაც არ უნდა გაინძრეს კაცი ამდენი ბიდლოს გამო, მაგრამ ერთი და ორი მაინც ხო არის არა, ისეთი, ნაღდი, რომლის გამო ღირს რაღაც გააკეთო.

ვაჟა ექიმი მაინც ხო არის, არა?

ხოდა , ეგაა, ალბათ..