”ინოვაციური ტექნოლოგიები მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში”

საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭო 

2017 წლის 29-30 ივნისს და 1 ივლისს თბილისში მიმდინარეობდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”ინოვაციური ტექნოლოგიები მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში”. მოწვეული იყვნენ უცხოელი სპეციალისტები.

ორგანოზატორი და მასპინძელი გახლდათ კლინიკა ”ჯანმრთელობის ცენტრი”(დირექტორი ლალი გუჯაბიძე), თსსუ-ს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი და ლაზერული მედიცინის ასოციაცია.

ამ დღეებში უცხოელი სპეციალისტების მიერ ტარდებოდა პრაქტიკული სწავლება.კონფერენცია გაიხსნა 29 ივნისს თსსუ-ში.კონფერენციის მასალები დაიბეჭდა ”სამეცნიერო -პრაქტიკულ ჟურნალში”რომლის ელექტრონული ვერსია იგზავნება მსოფლიოს 22 ქვეყნის სამედიცინო და ეროვნულ ბიბლიოთეკებში.

30 ივნისს საღამო გაიხსნა საჭოს თავმჯდომარის მეცნიერის ქალბატონ მზექალა შანიძის მიმართვით ,რომელითაც მადლიერებას გამოხატავდა ქნ ლალის მიერ გაწეული თანადგომისათვის და ულოცადა დაბადების დღეს.

საქართველოს ქალთა საბჭომ,რომლის ამაგდარი დიდი ქველმოქმედი წევრი არის ქალბატონი ლალი გუჯაბიძე უანგაროდ ,გაწეული თანადგომისათვის თანამემამულეებისათვის როგორც საქართველოსი ისე მის ფარგლებს გარეთ ,მოუწყო კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს და ამასთანავე იუბილარებს ,მადლიერების საღამო ,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში(მადლობა ქალბატონ ნინო ასათიანს და თანამშრომლებს)და ერთხელ კიდევ მადლობა ვუთხარით ამაგდარ ქველმოქმედ ქალს ლალი გუჯაბიძეს და ქალთა საბჭოს წევრს ქალბატონ ლუიზა მარსაგიშვილს საიუბილეო წელი მივულოცეთ.

საქართველოს ქალთა საბჭომ დაასაჩუქრა სიგელებით და ქალბატონ ლალის გადაეცა საჩუქრად ყველაზე პატარა ზომის ”ვეფხისტყაოსანი”.მასში გამოყენებულია მე-17 საუკუნის კალიგრაფისტის და უცნობი მხატვრის მინიატურები ”ვეფხისტყაოხნის” ”წერეთლისეული”ნუსხიდან,რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსი.ტექსტი აღებულია 1937 წლის რედაქციიდან. .ასევე ქალბატონმა მაია კვეზერელმა ორგანიზაციის სახელით გადასცა მადლობის სიგელი.

ქალბატონმა ლალიმ მადლობა მოუხადა ქალთა საბჭოს წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ ვინც სხვადსხვა სახით მიულოცეს დაბადების დრე.სალონიკი-თამარ -ლეილა სეფაშვილი სოლოღაშვილს,ისრაელი-ლია კრიხელს,სტოკჰოლმი-ქეთი ბაღათურიას,საინგილო-მარზია გურგუნაევა ზურაბიშვილს,პანკისის უხუცესთა ქალთა საბჭო-სვეტლანა ბორჩაშილს.ონი-მაყვალა ჯაფარიზე,ახალგორი-ოლია მწითური,საგარეჯო-თამარ საგინაშვილი,ლეილა არჩემაშვილს,კახეთის რეგიონალურ ქალთა საბჭოს-რუსუდან ჩიტაურს. 

საღამოს მხატვრულ მხარეს ორგანიზება გაუკეთა კომპოზიტორმა ქალბატონ მაყვალა ხორბალაძემ ,მადლობა მას.მონაწილეობდნენ საოპერო მომღერლები: მზია დავითაშვილი,ბაია გრიგორია,ინგა ბერაძე, ექიმი ტრავმატოლოგი ბატონი რეზო სულავა.კონცერტმაისტერი ქალბატონი მაყვალა ხორბალაძე.ვიოლინო ქეთი თავშავაძე. 

დიდ მადლობას იმსახურებენ ახალგაზრდა სემსრულებლები ნინო ხაჩიძეს-ფორტეპიანო და თეონა თოდუას-ვიოლინო.

საღამოს დასასრულს იუბილარებმა დამსწრე საზოგადოება ქართულ სუფრასთან მიიწვიეს.

მადლობას ვუხდით საღამოს წამყვანს ბატონ ზაზა ალექსიძეს.

მადლობა ყველას ვინც ქალთა საბჭოს გვერდში დაუდგა აღნიშნული მადლიერების გამოსახატად.