რუსი ოკუპანტების თარეში გრძელდება-ბერშუეთში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს!

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. შედეგად,ათი ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებელი ბერშუეთის ერთ-ერთი მკვიდრის ბაღში დაამონტაჟეს.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ, რათა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ გავააქტიურებთ ცხელ ხაზს, ასევე მომდევნო კვირას დაგეგმილი გახლავთ ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი. აქვე უნდა გითხრათ, რომ საუბედუროდ, ეს არ არის ახალი საკითხი. ყველა შეხვედრის ფარგლებში, ფაქტობრივად, მოსახლეობის მიწებზე წვდომა მოსავლის აღების შესაძლებლობის მიცემა არის ერთერთი მთავარი თემა“ – განაცხადა მინისტრმა.