ფერმერ ქალთა ასოციაცია UNDP-ის მხარდაჭერით შეხვედრებსა და სწავლებებს განაგრძობს

მიმდინარე წლის 9 თებერვალს,  თელავის დემოკრატიის სკოლის ოფისში,  ფერმერ ქალთა ასოციაციამ, UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის „გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგი თემაზე:  „ფერმერული მეურნეობების ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯმენტი,  ფინანსური რესურსების მოძიება“.

შემდგომი ტრენინგები აღნიშნულ თემაზე დაგეგმილია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

ტრენინგზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf0eo7-kbKs7j8Bv-DpVDaUCRTExNDPB6dqumNNeWeFt3FZ7w/viewform

ყურადღება!

ფერმერულ მეურნეობასთან და არა მხოლოდ ამ განხრასთან დაკავშირებული ინფორმაციები შეგიძლიათ მოიძიოთ ფერმერ ქალთა ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე, ასევე მიწეროთ თქვენთვის სასურველი კითხვა და პროფესიონალებთან ერთად  განიხილოთ ესა თუ ის საკითხი.

ასოციაციის ოფიციალური გვერდი

http://tst.awf.org.ge/