მოსკოვში უკრაინელი ჟურნალისტი დააკავეს?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი დააკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ის დაინტერესდება დეტალებით და საზოგადოებას გააცნობს.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით კი, უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს УНИАН – ის ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი არ გაუკავებიათ, ის განყოფილებაში საბუთების შესამოწმებლად მიიყვანეს და არანაირი პროტოკოლი არ დაწერილა, ამავე დროს მოხდა იმისი გარკვევა თუ რა სტატუსით და მიზნით იმყოფებოდა უკრაინელი ჟურნალისტი მოსკოვში.

მარია ზახაროვამ სოლიდარობა გამოუხატა ჟურნალისტს და სოციალურ ქსელში საზოგადოებას მომხდარში გარკვევას დაჰპირდა.