სასიხარულო ამბავია, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მალე დაბრუნდება”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გერმანიის კლინიკაში   ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა რურუამ ინახულა. მისი თქმით პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში მალე დაბრუნდება:

„ის არის კარგად ოპერაციის შემდეგ, ბუნებრივია ეს ძალიან გამიხარდა, სასიხარულო ამბავია იმიტომ რომ ასაკშია ადამიანი და ყველა ასეთი ქირურგიული ჩარევა რისკთანაა დაკავშირებული. მოვინახულე, გავამხნევე და დავრწმუნდი რომ კარგად არის და მალე დაბრუნდება ჩვენს სამშობლოში“- განაცხადა  რურუამ.