„ჭორიკანა ქალს ნუ დაემსგავსები, კანდელაკო!..“

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიორგი კანდელაკის პარემიერისადმი გაკეთებულ განცხადებას, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნება –კონსერვატორების”  ფრაქციის  თავმჯდომარე  დავით  უთმელიძე გამოეხმაურა და კანდელაკს საჯაროდ მიმართა:

-„უხერხულია პრემიერ მინისტრს ესაუბრო კონკრეტიკის გარეშე, მესამე პირში და მითუმეტეს უცხოელების სახელით .. გასაკვირია ამ პიროვნებას როგორ ანდობს ნაც.მოძრაობა უცხოელებთან ან დიპ. კორპუსის წარმომადგენეთან მოლაარაკებებს…

კანდელაკი არის პოლიტიკურად ბეცი… მას თუ ჰგონია კვირიკაშვილს მიაყენა შეურაცხყოფა ძალიან ცდება…მან მასთან (კანდელაკთან)მოსაუბრე ყველა უცხოელს მიაყენა შეურაცხყოფა… ჭორიკანა ქალს ნუ დაემსგავსები, კანდელაკო…“

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი კანდელაკმა პარლამენტში პრემიერს მიმართა:

-„არ გაინტერესებთ, თქვენზე პირადად რას ფიქრობენ საერთაშორისო პარტნიორები და თბილისში აკრედიტებული ელჩები? ისინი ამბობენ, რომ თქვენ ხართ კარგი მოსაუბრე, გაქვთ კარგი მანერები, მაგრამ ვერაფერს წყვეტთ, პოლიტიკურად თქვენი წონა უბრალოდ ნულის ტოლია და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ისინი მიდიან ბიძინა ივანიშვილთან. ეს არის ფაქტი. მაინტერესებს ამისი არ გრცხვენიათ?”

კომენტარის დატოვება