იანუკოვიჩი: უკრაინაში „რუსეთის დაქირავებული ძალები“ იყვნენ

უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონბასის კონფლიქტის დროს უკრაინაში „რუსეთიდან მოხალისე დაქირავებული ძალები“ შემოდიოდა. თუმცა იქვე დასძინა, რომ დაქირავებული მოხალისეები ჩადიოდნენ საფრანგეთიდან,ირალიიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან, ბელორუსიიდან. ისინი ყველანი უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ.

-„ყველაზე მეტი რუსეთიდან მოდიოდა, რატომ? იმიტომ რომ მეზობელ რეგიონებთან მაინც ნათესაური კავშირები იყო. ყველაზე მეტი რაოდენობით დაქირავებული მოხალისეები მაინც როსტოვიდან, კუბანიდან, ვორონეჟიდან და ბელგოროდიდან ჩამოდიოდნენ“-განაცხადა იანუკოვიჩმა.

მისივე თქმით ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა რათა ახლობლებს დახმარებოდა. მათი ვიზიტის მიზანიც ხან ჰუმანიტარული იყო, ხან პატრიოტული.

იანუკოვიჩის თქმით ის, რაც ხდებოდა უკრაინაში ნეგატიურ რეაქციას იწვევდა რუსეთში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში.

იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ ყირიმის მაცხოვრებლებმა რუსეთთან მიერთების სურვილი „მაედნის“ პროვოკაციის გამო გამოთქვეს.

კომენტარის დატოვება