„პატრიოტთა ალიანსი“ და მისი ლიდერები ყოველთვის იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ქვედა იარუსი…“

ირაკლი სესიაშვილის განცხადებას – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებისგან ეჭვები, შიშები და ბრალდებები მოვისმინე, მაგრამ ვიტყვი, რომ თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით ასეთი აჟიოტაჟის შექმნა არასწორია.

ვადასტურებ, რომ მათ შორის შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ გული მწყდება, რომ არც ერთს და არც მეორეს არ ეყო პოლიტიკური კულტურა, რომ ის შეთანხმება ეღიარებინათ, რაც არსებობს. ინტერპრეტირება, თითქოს არაფერი იციან, მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.

ეს კვოტა ოპოზიციას ეკუთვნის და საუბარია იმაზე, ეს მათ შორის როგორ გადანაწილდეს. სამართლიანი და დემოკრატიული მიდგომით, კვოტა მათ შორის არსებული ფარდობითობის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ 27 დეპუტატი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსს“ კი – 6. ეს იმას ნიშნავს, რომ კვოტის მიხედვით  „ნაციონალურ მოძრაობას“ ესა თუ ის თანამდებობა ოთხნახევარჯერ მეტი ეკუთვნის. ეს მათთვის ცნობილია და თუ უნდათ, რომ ეს შეთანხმება დამალონ და დრო კინკლაობაში გაატარონ, ეს მათი საქმეა“ – “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი გოგიტა დალაქიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

-„ირაკლი სესიაშვილის ამ განცხადების შემდეგ წამოვიდა უამრავი პრეტენზია სოც-ქსელებში…მე კი ჩემის მხრივ ვამატებ რომ… დიახ, რაც თქვა ირაკლიმ არის აბსოლიტურად მართალი, ვინაიდან მოცემულობას ვერ გავექცევით! და ყველაზ მთავარი რამ.. პატრიოტთა ალიანსი და მისი ლიდერები ყოველთვის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ქვედა იარუსი… და მერაბიშვილის მორჩილები… ნაცი ხილული მტერი იყო და არის, და ეს ფსევდო პატრიოტები კი ოპზიციური ნიშა დაკავებული გამყიდველები იყვნენ და არიან… ასერომ სანამ სესიაშვილს შეუღრენდეთ ჯერ პატრიოტთა ალიანსზე იფიქრეთ.. ფიქრი ბევრი არ დაგჭირდებათ ჯერ კითხეთ ვისი სიხშირე იყო რაზეც ობიექტივი მაუწყებლობს? დანარჩენს მერე ჩამოვყრი“-წერს დალაქიშვილი.

კომენტარის დატოვება