სამთავრობო გუნდი მოსახლეობას ხვდება

სამთავრობო გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.  დღეს ქუთაისში პარლამენტის წევრი სოფო კილაძე,  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. ვარლამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების მაცხოვრებლებმა იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი მთავარი პრობლემების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში.