„ღრმაღელეში მოსახლეობას შეუძლიათ სიმშვიდე შეინარჩუნონ, უყურადღებოდ არ არიან და არც არავინ დატოვებს!“

რამდენიმე დღის წინ სააგენტოზე გამოქვეყნდა გურიის სოფელ ღრმაღელედან მიღებული წერილი – „გურული ჯოჯოხეთი“, რომელშიც მოსახლეობა პრემიერს სთხოვდა დახმარებას.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98/

წერილის მიღების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით გურიის გუბერნატორის მოადგილეს სოსო ერქომაიშვილს  და ვუთხარით წერილის ავტორებს, რომ მის კომენტარს მიღებისთანავე მივაწვდიდით.

სოსო ერქომაიშვილმა პირობა შეასრულა და გთავაზობთ დაპირებულ კომენტარს.

-„მინდა გითხრათ, რომ სკოლამდე გზა დაგებულია, დანარჩენი, რაზეც არის მოთხოვნა, ვცდილობთ გარდამავალ პროექტში ჩავსვათ,  მაგრამ ამ ეტაპზე ის რა მონაკვეთიც არის გზის საფარით დასაგები, დაგრეიდერებულია (მე თვითონ გამოვიარე ამ ბოლო პერიოდში იმ გზაზე და ნამდვილად ვიცი).

რაც შეეხება ნაგვის ურნებს, იურიდიული საკითხებია საკრებულოს სხდომაზე გასატანი, რათა საწვავისთვის და დასუფთავების თანამშრომლებისთვის ფინანსები გამოიყოს და ეს ყველაფერი ძალიან მალე გაკეთდება ანუ ვვარაუდობთ იმ კვირის შუა რიცხვებში ნაგვის ურნები დაიდგმება.

წყლის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გზების მოძიება, აღნიშნულ სოფელში დაახლოებით 3 კმ – დან უნდა გამოვიყვანოთ სადენები და ამის სახსრების მოძიების პროცესში ვართ. გარდა დასახელებული პროექტებისა, აღნიშნულ სოფელში (თემში) აშენდა ახალი ბაღი და გადახურვითი სამუშაოები კეთდება მეორე ბაღის შენობაზე. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ღრმაღელეში მოსახლეობას შეუძლიათ სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან უყურადღებოდ არ არიან და არც არავინ დატოვებს.

-კარგად რომ გავიგოთ, დაგრეიდერებულია-ანუ?

-ანუ ტრაქტორმა გაასწორა გზა ისე, რომ იამები და გუბურები არ იქნება. ასე რომ ის გზა ასფალტივით სწორია.