საქართველოში რომ იოლ ფულზე მეოცნებების სიუხვეა, ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ…

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“გუშინ ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა დამირეკა და შემომჩივლა,რომ დიდი თანხა დაკარგა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია”საქართველოს” გაკოტრების შედეგად. ასევე მითხრა,რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულებს კომპენსაცია გადაუხადოს,ვინაიდან აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან გადასახადებს იღებდა.

ხომ არის უზადო ლოგიკა?

საქართველოში რომ თაღლითების,მევახშეებისა და იოლ ფულზე მეოცნებების სიუხვეა,ეს ახალი ამბავი არაა,მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი,რომ ამდენი გამოცდილების მერე ხალხი კვლავ ფინასურ პირამიდების მსხვერპლად გაიხდიდა თავს.
ჩვენი სახელმწიფო და კანონმდებლობა ძირეულ რეფორმებს საჭიროებს.,მაგრამ ვერანაირი სახელმწიფო ვერ დაიცავს თავის მოქალაქეებს,თუ მათ არ შესწევთ ელემენტარული აზროვნებისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი”

კომენტარის დატოვება