ევროპის ქართველი ჩემპიონი – რეზი დავითაძე

საქართველოს ახალგაზრდა ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს.

​ შეჯიბრება 85 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა და საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი – რეზი დავითაძე და ნოდარი კაკაბაძე ასპარეზობდა.

რეზი დავითაძემ სამივე მისვლა გამოიყენა. მან ატაცში 157კგ,162 და მესამე ცდაზე 165 კილოგრამი დააფიქსირა და პირველ ოქროს მედალთან ერთად უახლოეს მდევრებს გვარიანად გაასწრო. აკვრაში რეზიმ 181,185 და 188 კგ დააფიქსირა და აკვრის ოქროს მედალს, ორჭიდის ოქროს მედალიც მიუმატა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.