ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას

შინაგან საქმეთა მინისტრმა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ​ჯეიხუნ ჩოვდაროვის და მისი თანმხლებ სამ პირის დაჭრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დღის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

“გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.” -განაცხადა მღებრიშვილმა.