ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენ ის ისტორიულიც უნდა გავხადოთ…

იმედა გოგავა

სამტრედიის მერობის კანდიდატი

“შენების მოძრაობა”

სამტრედიელებო, ხვალ ვირჩევთ ქალაქის თვითმართველობას, ჩვენი არჩევანი გადაწყვეტს თუ როგორი იქნება მშობლიური ქალაქი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, როგორ პირობებში მოგვიწევს ცხოვრება, როგორი ხარისხის სერვიზები გვექნება, რა რეფორმები და ცვლილებები განხორციელდება და რამდენად ეფექტური, მცოდნე, პრინციპული და საქმეზე ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტის მომამავლი ხელისუფლება.
მე, როგორც სამტრედიის მერობის კანდიდატი, ზუსტად ვიცი რამდენად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ვარ შეჭიდებული, გაცნობიერებული მაქვს, რომ წინ აღვუდექი მთელ სახელისუფლო სისტემას თავისი ადმინისტრაციული რესურსით და ფინანსებით დაწყებული, ძალოვანი უწყებებით და კლანური მმართველობით დამთავრებული. ადამიანურად ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ამ ბრძოლაში ჩემ მხარეს არის ყველაზე მთავარი – სიმართლე და ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელის დაუოკებელი სურვილი და ამბიცია ვცხოვრობდეთ გაცილებით ლამაზ, კომფორტულ, სუფთა და უსაფრთხო ქალაქში…

ჩვენ შეგვიძლია ხვალინდელი დღე ისტორიულად გარდამტეხი გავხადოთ და ხელისუფლებას დავანახოთ ხალხის რეალური ძალა. დაე, ყველამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანის მთავარი ღირებულება ჩვენ – ადამიანები ვართ, რომ ფული, ძალაუფლება და უხეში ძალა ვერ გვიკლავს უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვას, რომ ჯერ კიდევ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენი აზრი, ინტერესები, ამბიციები და მიზნები გვაქვს, რომ ვერ ვეგუებით უმოქმედობას, სოციალურ სიდუღჭირეს, ნეპოტიზმს, არაკვალიფიციურობას, ფასადურ ცვლილებებს და უსამართლობას.

დიახ, მე, იმედა გოგავას ჩემ გუნდთან ერთად მაქვს ამბიცია, რომ მშობლიურ ქალაქს ახალი სიცოცხლე შთავბეროთ. სამტრედია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქი, სადაც ნებისმიერ ჩვენთაგანს შეეძლება ღირსეულად ცხოვრება და საკუთარი ნიჭის, გამოცდილების და ცოდნის რეალიზაცია.

ხვალ, ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ.

ხვალ, მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენ ის ისტორიულიც უნდა გავხადოთ.

ხვალ, მე მივდივარ არჩევნებზე და ხმას ვაძლევ “შენების მოძრაობას“ – N20 და მის კანდიდატებს, რადგან სამტრედიაში დიდი ცვლილებების და შენების დრო დადგა…