„ჯავახიამ, მურღულიამ, დვალმა, ჭიჭინაძემ, ქუთაისი გაყიდეს!“ – მოქალაქე მაღალჩინოსნებს უპირისპირდება (ვიდეო)

დავით ცხვარაძე

მრავალშვილიანი დედა მარინე დახუნდარიძე ქუთაისის პირველ პირებს უპირისპირდება, დახუნდარიძე ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს, ზვიად ჯავახიას, ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს უპირისპირდება. მისივე თქმით, ეს ის მაღალჩინოსნებია, რომელთა გამოც იგი მერიას ვერ უახლოვდება. დახუნდარიძეს კითხვები აქვს ქუთაისის მერთან და ზვიად ჯავახიასთან, თუმცა მას კითხვის დასმის საშაულება არ ეძლევა, როგორც თავად აცხადებს, ჯავახიამ მას არაერთხელ უჩივლა და ფიზიკურადაც შეეხო.

მრავალშვილიანი დედა მაღალჩინოსნების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც საუბრაობს.

– „ ქუთაისის ამ ბანდიტების არარის, მურღულიამ მერიიდან გამომაგდო, ჯავახიამ მიჩივლა, დვალმა დამცინა, იმერეთის გუბერნატორს კი არ ცალია, ზევით ქვევით დაგულაობს, ამ ადამაინებს ჰგონიათ რომ ქუთაისი მხოლოდ მათია და დაფარფაშებენ მის ჭკუაზე. არა, ასე არ არის, ქუთაისი ჩვენია! ჩემია და არა თქვენი, ჯიბე გაფხეკილებო“- წერს დახუნდარიძე სოციალურ ქსელში.  (სტილი დაცულია).

მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ მარინე დახუნდარიძე უკვე კარგა ხანია ქუთაისის მაღალჩინოსნებს უპირისპირდება. 11 შვილის დედა თავის დაწვასაც კი ცდილობდა. გავრცელებულია ვიდეო-კადრებიც, რომელსაც განმეორებით გთავაზობთ.

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში. 2013 წელი.

კომენტარის დატოვება