კიევთან რუსმა ოკუპანტმა თავისივე პოლკოვნიკს ტანკით გადაუარა

უკრაინული ჟურნალისტის, რომან ციმბალიუკის თქმით, კიევთან, რუსმა ოკუპანტმა საკუთარი მეთაური, პოლკოვნიკი იური მედვედევი სამხედრო პირების გარდაცვალებაში დაადანაშაულა და მას ტანკით გადაუარა.

როგორც ჟურნალისტი წერს, ინციდენტი კიევის ოლქის მაკაროვის რაიონში მოხდა. მისივე განცხადებით, 37-ე ბრიგადაში 1 500 სამხედრო მოსამსახურისგან ნახევარი გარდაიცვალა და ჭრილობები მიიღო.

,,სამხედრო პირმა ბრძოლის დროს სწორი დრო აარჩია, საკუთარ მეთაურს ტანკით გადაურა და ორივე ფეხი დაუზიანა,” – წერს ციმბალიუკი.

ამჟამად, პოლკოვნოკი მედვედევი ბელარუსის საავადმყოფოში იმყოფება. ის ,,გამბედაოების ორდენით” დააჯილდოვეს.