იემენის დედაქალაქში ქოლერის გამო 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, 8000-მდე კი დაავადებული

იემენის დედაქალაქ სანში,  რომელსაც ამბოხებული “ჰუსიტები” აკონტროლებენ, ქოლერის გამო საგანგები ვითარებაა გამოცხადებული. წითელი ჯვრის ინფორმაციით, ამ დრომდე გარდაცლილია 100-ზე მეტი და დაავადებულია 8 ათასზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს, რადგან იემენში საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყნის სისტემა ძალიან არის დასუსტებული და თვითონ ვერ უმკლავდება გავრცელებულ დაავადებას.