„კონსტიტუცია ხალხს!“-დარბაზში სტვენაა

ფილარმონისს დიდ დარბაზში კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა დაიწყო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ წუთებში სიტყვის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ დარბაზში მყოფი ახალგაზრდები.

კობახიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია დღეს დაგეგმილ პროვოკაციაზე და ახალგაზრდებს თხოვნით მიმართა მისცენ დარბაზში მყოფ ადამიანებს მოსმენის საშუალება.

დარბაზში ახალგაზრდები სკანდირებენ-„კონსტიტუცია ხალხს!“

ამ წუთებში განხილვის გაგრძელება არ ხერხდება.