პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა დახურულად გამოაცხადა

ფილარმონიის დარბაზში საკმაოდ აღელვებულმა და გაბრაზებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა დახურულად გამოაცხადა, მისი თქმით საქართველოში დასრულდა კომუნიზმის დრო, პროვოკაციები და საქართველო ივლის ილია ჭავჭავაძის გზით. კობახიძის განცხადებით ახალი კონსტიტუცია სწორედ რომ ილიას გზით მიდის.

მამუკა მდინარაძემ კი შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ “კბილებით უწევთ სასარგებლო და დემოკრატიული კონსტიტუციის გატანა”, თუმცა მაინც მიიღება ევროპული დემოკრატია. მან დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა შეხვედრის ჩაშლის გამო.