81 წლის ასაკში მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. ქალბატონი ლალი ბოლო რამდენიმე თვე უკურნებელ სენს ებრძოდა.

ლალი ბადურაშვილს რამდნიმე კინოროლი აქვს შესრულებული, თუმცა მაყურებელს განსაკუთრებით შეაყვარა და დაამახსოვრა  თავი მისმა მთავარმა გმირმა შორენამ  ფილმში “დიდოსტატის მარჯვენა” .  2016 წელს მსახიობს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ტელეკომპანია “ჯიემთივი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონ ლალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.