თამარ ტალიაშვილი: მოვისმინე ის, რაც არაერთხელ მომისმენია ჩვენი აღსაზრდელების მშობლებისგან

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ადმინისტრაციასა და ბაღების დირექტორებს შეხვდა და თბილისის ბაღების კვების მომარაგების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინა.

დირექტორების თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და პროდუქტის შეტანა ბაღებში ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების მიერ და კვებით მომარაგებაში შეფერხება თავიდან იქნა აცილებული სააგენტოსა და ბაღების თანამშრომელთა ერთობლივი მუშაობით.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღების ადმინისტრაციების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება არის დროებითი ზომა იმისათვის, რომ არ მოხდეს წყვეტა ბაღების კვებით უზრუნველყოფაში ვიდრე შეირჩევა გენერალური დისტრიბუტორი. მისივე განმარტებით, კვება დადგენილი მენიუსა და სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და ასევე ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება პროცესის მონიტორინგი.

თამარტალიაშვილის განმარტებით, შეხვედრამ მიზანი გაამართლა, მან ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღო სააგენტოსა და დირექტორებისაგან: თბილისის საკრებულოში ფრაქციული მუშაობის ფორმატში გვქონდა შეხვედრა მერის მოადგილესთან  ილია ელოშვილთან და ბაღების საგენტოს დირექტორთან კახა გვანცელაძესთან. ამ შეხვედრაზე დაწვრილებით გავიარეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაინტერესებდა  ბაღების კვებითი მომარაგების კუთხით. დღევანდელი შეხვედრის მიზანია უშუალოდ ბაღის დირექტორებისგან მოვისმინოთ არსებული მდგომარეობის შესახებ.

,,მოვისმინე ის, რაც არაერთხელ მომისმენია ჩვენი აღსაზრდელების მშობლებისგან, ბავშვთა კვებაზე ნეგატიურად არ ასახულა მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა. თბილისისსაბავშვობაღებისკვებისმონიტორინგს 4 სხვადასხვასამსახურიახორციელებს, ესენია, სურსათისეროვნულისააგენტო, ბაღებისსააგენტოსმონიტორინგისგანყოფილება, მერიისაუდიტისსამსახური, ასევე, საკრებულო და ბაგა-ბაღების ადმინისტრაცია. სწორედ პერმანენტული და საფუძვლიანი კონტროლი გახდა მიზეზი მოქმედ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის და უკეთესი გენერალური მომწოდებლის შერჩევისა. მადლობა მინდა ვუთხრა სააგენტოსა და დირექტორებს იმისათვის, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ბაღებში შენარჩუნებულია კვების ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ხარისხის  რაც საერთაშორისო ექსპერტებთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით დავამკვიდრეთ“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.