მამუკა ფიფია-მხატვარი აფხაზეთიდან გეპატიჟებათ პერსონალურ გამოფენაზე

საქართველოს მხატვართა კავშირი, აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი

წარმოგიდგენთ

მამუკა ფიფიას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას „როლი”

გახსნა 3 ივნისს,18:00 საათზე. ქ.თბილისი, დ.უზნაძის 68. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი.

მამუკა ფიფია-მხატვარი აფხაზეთიდან, აფხაზეთის ა/რ მხატვართა კავშირის წევრი. დაიბადა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ აკვასკაში. მადლობა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მასთან არსებულ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირმა ირემაძეს. სწორედ მათი დიდი ძალისხმევითა და დაფინანსებით დაიგეგმა მამუკა ფიფიას პერსონალური გამოფენა.