ბავშვობა დამთავრდა, მაგრამ ზოოპარკი ნამდვილად არ დამვიწყებია…

ზურა ხვიჩია

რუბრიკა

იცოდე შენი ქალაქის ისტორია

თბილისის ზოოპარკი

მახსოვს, როგორ დავყავდით  მშობლებს ყოველ შაბათს მე და ჩემი ძმა ზოოპარკში, ეს იყო კვირის ყველაზე ბედნიერი დღე როდესაც ოთხივე ერთად ვიყავით და მთელ დღეს ერთად ვატარებდით.

კადრებათ მახსოვს თუ როგორ ვაჭმევდი მაიმუნებს თხილს, მახსოვს სპილო , რომელიც სულ ბალახს მიირთმევდა და ბეჰემოტი , რომელსაც სულ ეძინა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ლომის ვოლიერი იყო შემეძლო ძალიან დიდხანს მეყურებინა მისთვის და სულ მაკვირვებდა ცხოველთა მეფის ასე მშვიდათ ყოფნა ტყვეობაში .

ეშმაკის ბორბალი კი მართლაც მამხიარულებდა , ჩემს ძმას რატომღაც ეშინოდა იქ დაჯდომის მა კი ამაყად  შევხტებოდი ხოლმე და რაც უფრო ზემოთ ავდიოდი მით მეტად მიხაროდა , ბავშვობა მართლაც ძალიან კარგია , ზოოპარკი კი არის ადგილი სადაც ყველა ბავშვი ერთხელ მაინც არის ნამყოფი ,შეიძლება ითქვას ზოოპარკი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია.

მართალია ჩემი ბავშვობა დამთავრდა, მაგრამ ზოოპარკი ნამდვილად არ დამვიწყებია ეს არის ჩვენი ქალაქის ყველაზე ეგზოტიკური ადგილი,  ადგილი სადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც ჩვენი  ქვეყნის ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან  ჩამოყვანილი ცხოველები თუ ფრინველები.

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წლის 10 თებერვალს  მდინარე ვერის ხეობაში.  ზოოპარკი  მალევე გახდა ყველასთვის საყვარელი ადგილი შეიძლება ითქვას რომ ამ პარკში  იგრძნობა სიცოცხლე , რაც შეეხება მის ბინადრებს ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობენ და ყველანაირი პირობები აქვთ შექმნილი თავი ისე იგრძნონ, როგორც ბუნებრივ გარემოში, ყველაზე სასიხარულო კი ისაა , რომ მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება რაც დამთვალიერებისთვისაც მეტეად საინტერესო ფაქტორია.

ზოოპარკის ტერიტორიაზე აკრძალულია შინაური ცხოველების შეყვანა, თუ მათ არ აქვთ გავლილი სამედიცინო შემოწმება და რაც მთავარია დაუშვებელია ბინადარი ცხოველების გამოკვება ვიზიტორების მიერ, რადგან შეიძლება ცხოველების ამან

ცხოველების სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

2009 წელს გმირთა მოედანზე დაწყებულმა თბილისის ესტაკადის შენებლობამ ზოოპარკის სხვაგან გადატანის აუცილებლობა წარმოშვა. როგორც ცნობილია ზოოპარკი უნდა გადავიდე თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე  სადაც დაახლოებით 48 ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყოფილი,  ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის უფრო დიდი ვოლიერები გაკეთდება და მათთვის საცხოვრებელი პირობები მეტად კომპორტული გახდება.

რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, თბილისის მერიის განმარტებით, ტერიტორია მთლიანად შეინარჩუნებს რეკრეაციულ ფუნქციას.

2015  წლის 13 ივნისი, ეს დღე თბილისის ზოოპარკისა და მთლიანად საქართველოსთვის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ მთლიანად გაანადგურა ზოოპარკის ქვემო ნაწილი ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები და გარდაიცვალა რამდენიმე თანამშრომელი,  ზოოლოგიურმა პარკმა მუშაობა 3 თვის შემდეგ განაახლა .

მართლაც საშინელი სანახავი იყო დატბორილი და განადგურებული ზოოპარკის ყურება ადგილის სადაც რამდენიმე წლლის წინ დავრბოდი და ვთამაშობდი ტრაგედია როდესაც ასეთი რამ ხდება და შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლაი ყველას გვახსოვს თუ როგორ დარბოდნენ თბილისის ქუჩებში ადიდებულ მდინარეს გადარჩენილი დათვები და მგლები და ჰიპოპოტამი სახელად ბეგი , რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო ამ ტრაგიკული დღის შემდეგ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას , რომ იმ ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკმა კვლავ განაგრძო  ფუნქციონირება რაც ძალიან კარგია.

თბილიში არის ადგილი სადაც შეგიძლია წახვიდე წაიყვანო შვილები გაისეირნო დაათვალიერო ეგზოტიკური ცხოველები დამღლელი და რუტინული ცხოვრება ცოტახნით გვერდზე გადადო, დაივიწყო და გაიხსენო ბავშვობა , რომელიც ყველა ადამიანისთვის უნუკალური და განუმეორებელია ბავშვობაში ჩვენ ხომ არ გვაწუხებდა ყოველდღიური პრობლემები ასეთი ადგილი კი თბილისის ზოოლოგიური პარკია, იგივე ზოოპარკი სადაც  გვახსენდება ბავშვობა ის ბედნიერი პერიოდია რომელიც ყველამ გამოვიარეთ.