ქრისტეს მოციქულის დაკარგული ჩანაწერები იპოვეს

ტეხასში, ოსტინის უნივერსიტეტის ბიბლიის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ქრისტიანული ტექსტი, რომელიც 1,5 ათასი წლინ წინ დაიწერა. ხელნაწერი ახალი აღთქმის აპოკრიფის ფრაგმენტია, რომელიც ცნობილია როგორც “იაკობის პირველი აპოკალიფსი”. ის ადრექულ ქრისტიანულ ლიტერატურას მიეკუთვნება და ეკლესია მას უარყოფს. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

მანუსკრიპტი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ეგვიპტის ისტორიის არქივებში იპოვეს. ის ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკის ნაწილია – ძველი ხელნაწერების კრება, რომელიც 1945 წელს ეგვიპტეში იპოვეს. ბიბლიოთეკაში გნოსტიკური ხასიათის ისტორიები ინახება, რომელშიც აღწერილია მითოლოგია და ელინიზმის ფილოსოფია, რომელიც ორთოდოქსი ქრისტიანების მიერ ერეტიკოსების სწავლებად მიიჩნეოდა.

ნაპოვნი ხელნაწერი ბერძნულ ენაზეა. ნაგ-ჰამადის უმეტესობა ტექსტი კოპტურ ენაზეა ნათარგმნი. მასში აღწერილია იესო ქრისტეს აღიარებები მოციქული იაკობისადმი. მასში მესია ცათა სასუფეველზე და თვითნ იაკობის სიკვდილზე ჰყვება.