მორიგი დაპირისპირება – ვერ ვიხსენებ პლაკატებს მიშას პარლამენტში

ელენე ხოშტარიას სხდომათა დარბაზი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი პლაკატის გამოფენა უნდოდა, რისი საშუალებაც უმრავლესობამ არ მისცა. საბოლოოდ უმცირესობის დეპუტატს დარბაზი  დაატოვებინეს. ამ ფაქტს დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქით ეხმიანება და წერს:

ძალიან ევროპელი ნაცები ამ წუთას პარლამენტში პლაკატის გამოკრას ცდილობენ … თურმე მედია თავისუფლებას იცავენ, თურმე მათ დროს ისეთი თავისუფლება იყო რო მოსანატრი გაუხდათ, თურმე ასეთი დემონსტრაციის უფლებით სულ სარგებლობდა პარლამენტის წევრი ( ვერ ვიხსენებ პლაკატებს მიშას პარლამენტში… მოკლედ პარლამენტი არა ამათ ზოოპარკი უნდათ და ევროპა აქ რა შუაშია!”

კომენტარის დატოვება