„ვინ მიიღო გადაწყვეტილება პატრიარქს ნარკოზის ქვეშ გაუკეთდეს ოპერაცია? ვინ იღებს თავზე ამ გაურკვევლობას?“

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას – „გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს.

მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს.” – უფლებადამცველი მანანა ორბელიანი ეხმიანება და მოითხოვს კითხვაზე-ვინ მიიღო გადაწყვეტილება 80 წელს გადაცილებული პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე, ნარკოზის ქვეშ გაუკეთდეს ოპერაცია? – პასუხს.

-„გამარკვიეთ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება 80 წელს გადაცილებული პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე, ნარკოზის ქვეშ გაუკეთდეს ოპერაცია გერმანიაში.

ცისანა შარტავამ? რაც თავი მახსოვს ეგ ქალბატონი ჯანდაცვის სამინისტროდან გადმოყრილი ვადაგაცული ჯენერიკი წამლების სამადლოდ დარიგებით იყო დაკავებული საპატრიარქოში. ახლა 70 წლის ასაკში უნიჭიერესი ექიმი გახდა. რა ხდება?! თუ პატრიარქს ოპერაცია დასჭირდება, მას ჩაუტარდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა საჭიროებისამებრ აქ, საქართველოში. ეს პირველი. მეორე სამკურნალო ბალახებით შეიძლება ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების დაპატარავედეს. მესამე და მთავარი. ყველაფერი გაკეთდა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ სამღვდელოების სტრასბურგში, ნატოს ოფისში ვოიაჟიდან დაწყებული, მოსკოვის მოვლისას და შემდეგ საპატრიარქოში იაკობ იაკობაშვილის მიერ ატეხილი სკანდალის ფონზე, რომ პატრიარქის ჯამრთელობა შერყეულიყო…….. ახლა კი უფრო შორს მიდიხართ და გადაწყვიტეთ პატრიარქი აზროვნება დაქვეითბული გახადოთ. პატრიარქის პატრონი სრულიად საქართველოა. უწმინდესი საქართველოში უნდა დაბრუნდეს . ვინ იღებს თავზე ამ გაურკვევლობას?“

 

 

კომენტარის დატოვება