გიორგი თევზაძე კახი კალაძისგან პასუხს სასწრაფოდ მოითხოვს

უფლებადამცველმა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის  თავმჯდომარემ გიორგი თევზაძემ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს წერილი გაუგზავნა და „გაზპრომთან“ დადებულიხელშეკრულების ირგვლივ კითხვებზე პასუხს ითხოვს.

-მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვალა კომპანაი „გაზპრომთან მოქმედი ხელშეკრულების პირობები სომხეთში მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საფასური.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე წლებია მოქმედებს ტრანზიტის ხელშეკრულება. გაზპრომის მხრიდან იყო საუბარი, რომ მოხდეს ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა. გატარების საფასურს დღეს საქართველობუნებრივი აირის სახით იღებს, რომელიც მთლიანი მოცულობის 10 %-ია. ამასთანავე მედიით გავრცელებული ინფორმაციით შეიცვალა „გაზპრომთან“ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები და საქართველო „გაზპრომისგან“ მიიღებს ფულად ანაზღაურებას. ბრიფინგზე თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო მიიღებს ანაზღაურებას საუკეთესო პირობებით, რაც არსებობს ამ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკით.

მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას. გაცნობებთ, რომ ამ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა და მასზე საზოგადოებრივი მონიტორინგი, რომლის შედეგები განსაჯაროვდება მედიის საშუალებებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც ამ სფეროში პოლიტიკური ხელისუფლების განმახორციელებული უწყების პოზიცია.  გთხოვთ შემჭიდროებულ ვადებში და სათანადო განმარტებით მოგვაწოდოთ შემდეგი წერილობითი ინფორმაცია – რამდენად ადეკვატურია (თანაზომიერია) „გაზპრომიდან“ მისაღები ფულადი ანაზღაურების ოდენობა, ქართული მხარის მიერ დათმობილ 10%–ის საშუალო საბაზრო ღირებულებასთან“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება